გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბოლნისის მერმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

29-12-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ქალაქ ბოლნისში მოქმედ სათნოების სახლს ესტუმრა.


დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს და მათ ტკბილეული და ხილი გადასცეს.


აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს უკვე გადასცა. მათ შორის ნობათები შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ხანდაზმულებმაც მიიღეს.


„ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემ წარმომადგენლებს, სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. მსურს, მათ ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე და მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ამ მხრივაც გამორჩეულია. ჩვენ მოწყვლადი კატეგორიის ხანდაზმულების საჭიროების გათვალისწინებით არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, ვცდილობთ, ჩვენს ხანდაზმულებს ყველა საჭირო სერვისი სწრაფად და შეუფერხებლად მივაწოდოთ. ჩვენი ხანდაზმულები უდავოდ იმსახურებენ მშვიდ და უზრუნველ სიბერეს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.