გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შალვა პაპუაშვილი: ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლებიც ისხდებიან

29-12-2021

,,ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს’’ – ასე მიმართა პარლამენტის თავჯდომარეობის კანიდატმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებას.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეულია ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით.


,,ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს.


ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.