გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: ,,ექსპო 2020 დუბაი" არის კარგი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო გამოფენის მილიონობით დამთვალიერებელი გაეცნოს იმ პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია

29-12-2021

საერთაშორისო გამოფენის „ექსპო 2020 დუბაი“ ფარგლებში, დღეს, 29 დეკემბერს, დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ქართული დელეგაცია, რომელსაც ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს.


„ჩვენი ქვეყნის პავილიონს დღეში ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო გამოფენის მილიონობით დამთვალიერებელმა საქართველოს უნიკალური კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, ბიომრავალფეროვნების შესახებ გაიგოს; ასევე, გაეცნოს იმ პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა კარგი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, კომერციისთვის, სავაჭრო და სატრანზიტო ურთიერთობების დამყარებისთვის. სწორედ ამაზეა აქცენტი გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ პავილიონში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, ერთი მხრივ, ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული და, მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ საქართველო არის თანამედროვე ქვეყანა, რომელიც თანამედროვე სამყაროს უამრავ შესაძლებლობებს სთავაზობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


„ექსპო 2020 დუბაიზე“ ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით - ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიკური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება და ბიზნესგარემო.


აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო, 2020 წელს გამოფენა ვერ ჩატარდა. გაერთიანებული საემიროების მთავრობის მაქსიმალური ძალისხმევით, 2021 წელს „ექსპო 2020 დუბაი” ჩატარება შესაძლებელი გახდა.


„ექსპო 2020 დუბაიში“ მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.