გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს აეროპორტების გაერთანება შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

30-12-2021

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორც შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურების მიზნით, 30 დეკემბერს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებით სიხშირეებს ნიშნავს. არსებულ რეგულარულ რეისებს 30 დეკემბერს თითოეულ მიმართულებაზე თითო რეისი დაემატება და ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება.

ნატახტარი - მესტია: 11:30

მესტია - ნატახტარი: 13:00


ნატახტარი - ამბროლაური: 09:00

ამბროლაური - ნატახტარი: 10:15


თბილისი - ბათუმი: 10:00

ბათუმი - თბილისი: 12:00

შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets