გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბედობა ონში საახალწლო ღონისძიებებით აღინიშნა

3-01-2022

2 იანვარს, ბედობა ონში საახალწლო ღონისძიებებით აღინიშნა.


ქალაქ ონში დილიდან მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.


მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა.


ონში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.


მაყურებლის წინაშე წარსდგა მომღერალი ოთო ნემსაძე ბენდთან ერთად, მანამდე კი ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მომღერლებმა მაყურებელს ერთსაათიანი საინტერესოდ დატვირთული პროგრამა წარმოუდგინეს.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.


აღსანიშნავია. რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები პრემიერ- მინისტრის ინიციატივით ტარდება.