გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ილია მეორე, დღეს 89 წლის გახდა და უკვე 44 წელია ქართული ეკლესიისა და ქართველი მრევლის სულიერი წინამძღვარია

4-01-2022

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს იუბილეს ულოცავს. ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს იუბილეს ულოცავს. 


,,ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი. მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა.” - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. 


,,დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის იუბილეა. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს. ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა და უკვე 44 წელია ქართული ეკლესიისა და ქართველი მრევლის სულიერი წინამძღვარია. ჩვენი პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი. მადლობას ვუხდი ილია მეორეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ეწევა. ეს მართლაც ღვთის წყალობაა. მინდა უწმინდესს და უნეტარესს დიდი მოწიწებით მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ერისა და ქვეყნის საიმედოდ!”