გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პრემიერი მთავრობის წევრებს კახეთში, საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

4-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო მარათონში "Wings for Life", რომელიც 6 მაისს გაიმართება. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს პირადი მაგალითი მისცენ.
„6 მაისს გაიმართება მსოფლიო მარათონი. ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება არის უმნიშვნელოვანესი. მსოფლიო მარათონი, რომელსაც ჰქვია wings for life, ანუ ფრთები სიცოცხლისთვის, 200-ზე მეტ ლოკაციაზე ტარდება. საქართველოში ამჯერად ჩატარდება კახეთში. ასე რომ მოგიწოდებთ, სურვილის მიხედვით, მიიღოთ მონაწილეობა მარათონში. მნიშვნელოვანია, რომ პირადი მაგალითით მივცეთ მეტი სტიმული ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

knews.ge