გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში შემოვლითი გზის სამუშაოების შემსრულებელი 30-მდე მუშა გაიფიცა

4-05-2018

ისინი ერთ-ერთ თურქულ კომპანიაში არიან დასაქმებული და სამუშაოებს ხელვაჩაურის მონაკვეთზე ასრულებენ. გაფიცულები სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებენ და ანაზღაურების მომატებას მოითხოვენ.

"ვმუშაობდით დილის რვიდან ღამის ექვსამდე, დასვენების დღის გარეშე, ახლა სამსახურში გამოცხადება დილის 7-დან მოითხოვეს, ფაქტობრივად სამსახურში ცხოვრებას გვთხოვენ გროშების ფასად"- განუცხადა "აიპრესს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ედიშერ მუთიძემ.

აქციის მონაწილეები მათი დარღვეული შრომითი უფლებების გაუმჯობესებას საგზაო დეპარტამენტისგან, როგორც სამუშაოების დამკვეთისგან მოითხოვენ.

ipress