გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ღიბრაძე: მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები

11-01-2022

მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციებიმნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები
- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
 
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება 200 ლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია და ბუსტერ დოზების გაკეთება.
 
"ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომეტებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირბადის ტარება არ არის მხოლოდ მაკონტროლებლის მიერ განხორციელებული ღონისძიება, რითიც ჩვენ შევძლებთ პანდემიასთან ბრძოლას. ეს უნდა იყოს ერთობლივი როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე აღმასრულებლის მხრიდან. ცხადია, კონტროლიც გამკაცრდება, თუმცა მეორეს მხრივ, თითოეულმა ჩვენთაგანმა კონტროლი ჩვენ თვითონ უნდა გავუწიოთ",-განაცხადა ღიბრაძემ.