ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გიორგი ხელაშვილი: თუ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი

11-01-2022

თუ არის მმართველ გუნდში მიღებული გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით?“თუ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - „კონსტიტუციის ჩანაწერის მიხედვით, თუ დეპუტატი 4 თვე გააცდენს სხდომას, მანდატი უჩერდება. თუ არის მმართველ გუნდში მიღებული გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით?“


„რაიმე ფორმალური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, თუმცა, თუ შეამჩნიეთ და დარწმუნებული ვარ თქვენც, ჩვენმა ტელემაყურებელმაც და ამომრჩეველმაც შეამჩნია, რომ ბოლო თვეებში არის ძალიან გამოკვეთილი ტენდენცია, კონსტიტუციის და კანონის შესრულების მიმართულებით. ეს ეტყობა ყველაფერს - თუ დასასჯელია ვინმე, მას სჯიან; თუ წასახალისებელია, ახალისებენ. ყველაფერი ჯდება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. შესაბამისად, თუ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ შალვა ნათელაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება კანონის მიხედვით იქნება შეწყვეტილი. ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის პოლიტიკურ გათვლებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვიმოქმედებთ რეგლამენტის და კანონის მიხედვით“, - განაცხადა ხელაშვილმა.


10 იანვარს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით Facebook-ზე გამოკითხვა ჩაატარა.