12-01-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან - გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად შპს “ონის სერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან - გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად შპს “ონის სერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს გასული შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ იმ უდიდესი შრომისთვის, რასაც ისინი ქალაქის გალამაზებისთვის და დასუფთავებისთვის აკეთებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სურვილები, შეკთხვები და პრობლემები მოისმინეს, რის შემდგომაც მათ გააცნეს ის სიახლეები, რომლებიც ძირითადად მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებას ეხებოდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადადგა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, რაც ითვალისწინებს 2022 წლის იანვრის თვიდან ხელფასების 65%-იან ზრდას და თანამშრომლებისთვის სპეციალური უნიფორმებისა და საჭირო აღჭურვილობის შეძენას.
“დასუფთავების სამსახურის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომ ონის ქუჩები მოვლილი და სუფთაა. ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ შეტანილ წვლილს მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ონის თითოეულმა მაცხოვრებელმა უნდა ვიზრუნოთ სისუფთავეზე, პატივი უნდა ვცეთ ამ ადამიანების შრომას და არ დავანაგვიანოთ ჩვენი ულამაზესი ქალაქი” - განაცხადა ონის მუნიციპალიტის მერმა.