გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ სარჯველაძე: სპეკულაციებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე პოლიტიკური იყო, ნიადაგი გამოეცალა - დანაშაულის ფაქტი სასამართლოს მხრიდან სადაო არ გამხდარა

12-01-2022

სპეკულაციებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტს გაუსწორდნენ, გამოეცალა ყოველგვარი საფუძველი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, სასამართლოზე საკამათო არ გამხდარა დანაშაულებრივი ფაქტები ჩადენილი იყო თუ არა და სასამართლოს პროკურატურისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.


„მე რამდენადაც მოვისმინე, კვალიფიკაციის საკითხი დადგა, რომელიც განსხვავებულად შეაფასა სასამართლომ. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, იმ ფაქტის დადასტურებას, რომელიც ჩაითვალა რომ არის დანაშაულებრივი, პრობლემა არ ჰქონია სხდომის მიმდინარეობისას და განხილვების პროცესში. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, რა ჰქვია ამას თაღლითობა, ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, ამაზე აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები და სასამართლომ თქვა, რომ ეს არის არა ამ კატეგორიის, არამედ სხვა კატეგორიის დანაშაული, ოღონდ დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო. ფაქტები სადაო არ გამხდარა და ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა. არანაირი მიზეზი პოლიტიკური დევნისა, პოლიტიკური მოტივაციისა და ა.შ. ვფიქრობ, ობიექტურად, უბრალოდ, აღარ მოიპოვება,“ - განაცხადა სარჯველაძემ.


ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ პროკურატურის არაკვალიფიციურობა იკვეთება თუ უბრალოდ, თაღლითობის მუხლით ფულის გათეთრების მუხლის გადაკვალიფიცირება იყო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან „ქართული ოცნებისთვის“, სარჯველაძე პასუხობს, რომ არავითარი ჩიხი არ არსებობს და შესაბამისად გაუგებარია, რა გამოსავალზე ეკითხებიან.


„პროკურატურას რას უწუნებთ, იმას, რომ არ მიხვდა, რომ თაღლითი იყო? არავითარი ჩიხი არ არსებობს, ერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა და სპეკულაციებს, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, პოლიტიკურ ოპონენტს გაუსწორდნენ და ა.შ. დღეს გამოეცალა ყოველგვარი ნიადაგი,“ - განაცხადა სარჯველაძემ.