გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის მთავრობა ნაციონალურ მოძრაობას ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებს

24-11-2017

ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ციფრებით მანიპულირებს და საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდის. მათ მიერ მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება აღნიშნულ თემაზე, მაშინ, როცა მოცემულობა არ შეცვლილა. აჭარის ა.რ მთავრობის უწყებებში გასულ წელთან შედარებით  შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები.

რაც შეეხება სახელფასო ფონდს, პრემიები არ მიუღიათ აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრებს, ასევე მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების უფროსებს. ზურაბ პატარაძეს არა მხოლოდ ბოლო 5 თვის მანძილზე, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეუდგა, არცერთხელ უსარგებლია პრემიით.

დანამატების გაცემა სამართლებრივად, წინასწარ არის გაწერილი და დადგენილი ყველა რანგის საჯარო მოსამსახურისთვის და ის შრომის ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია. იგი გაიცემა საჯარო სამსახურებში არსებული დაბალი სახელფასო ანაზღაურების გამო და პროფესიონალი კადრების შენარჩუნების  მიზნით.

საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელიც  საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს განსაზღვრავს.