გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

4-05-2018

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე უძღვებოდა.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, დეტალურად იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის, მხარის  მასშტაბით დასუფთავებისა და  უსახურ შენობებთან  დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების,  მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამსახურში გაწვევის მდგომარეობის,  უპატრონო ძაღლების, პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა და საზაფხულო საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების შესახებ.

სხდომაზე  მუნიციპალიტეტებში 9 მაისსა და  26 მაისს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების სამზადისის, ასევე  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამისა და  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკითხებიც განიხილეს.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთევან მიშველიძე, მხარის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.

აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა მიმდინარე წლის 7 თებერვალს გაიმართა.