გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპში, ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმში შობა - ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

15-01-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმში შობა - ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები სოფლის საჯარო სკოლის მოხალისე მოსწავლეები იყვნენ.


მოხალისეებმა დარბაზის მონაწილეებს საკუთარი შემოქმედება შესთავაზეს: ლექსი, ცეკვა, სიმღერა. ზეიმის დასასრულს თოვლის პაპამ ბავშვები საახალწლო საჩუქრებით გაახალისა.


ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმის დირექტორმა სოფიო ცუცუნაშვილმა ახალი წელი ყველას მიულოცა, ხოლო ორგანიზატორ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.


ღონისძიება დააფინანსა მუზეუმის მეგობარმა, ყოფილმა ვოლონტიორ-მოხალისე ამჟამად სტუდენტმა ავთანდილ ბეინაშვილმა. ავთანდილი პარიზიდან ჩაერთო ღონისძიების მსვლელობაში, მიესალმა მონაწილეებს და წარმატებული 2022 წელი უსურვა.


ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდრეგულაციები.