გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს იუბილეს ულოცავს

16-01-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 96 წლის იუბილეს ულოცავს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 96 წლის იუბილეს ულოცავს. 


„ქალბატონო მზექალა, მთელი გულით გილოცავთ 96 წლის იუბილეს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე!


ფასდაუდებელია თქვენი სამეცნიერო ნაშრომები ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. თქვენ გამორჩეული მეცნიერი ბრძანდებით იმ უდიდესი წვლილის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძურის – ხელნაწერთა კვლევისა და გამოცემის საშვილიშვილო საქმეში შეიტანეთ. 


დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები თქვენს სამეცნიერო ნაშრომებს კიდევ უფრო მეტად დააფასებენ. თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობით მაღალი აკადემიური სტანდარტი დააწესეთ, რის გამოც სამაგალითო ბრძანდებით ყველა თაობის მეცნიერისათვის. 


კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს!“- ნათქვამია მინისტრის მისალოც განცხადებაში.