გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანაა

18-01-2022

2022 წლის დადგომა თიბისელებმა სხვებზე ზრუნვით აღნიშნეს. მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის გუნდის წევრები გაერთიანდნენ ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მოიძიეს სხვადასხვა ადამიანების თუ საქველმოქმედო ორგანიზაციების საჭიროებები. რეგიონულ გუნდებს ჰქონდათ თავისუფლება, თავად წარედგინათ იდეები, თუ ვის დახმარებოდნენ საახალწლოდ. მათგან ქველმოქმედების საუკეთესო იდეები შეირჩა.  


„სიკეთის საკეთებლად ყოველთვის კარგი დროა. თუმცა ვფიქრობ, რომ შობა და ახალი წელი საუკეთესო პერიოდია ქველმოქმედებისთვის. ჩვენი ეს გადაწყვეტილება -თანამშრომლებისთვის საჩუქრების ნაცვლად კეთილი საქმე გაგვეკეთებინა -კარგად გამოხატავს, თიბისის გუნდის კულტურას. საქართველოს სხვადასხვა  მხარეში, ქალაქსა თუ სოფელში, თიბისელების ძალისხმევით, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებზე (და არა მხოლოდ ადამიანებზე) ვიზრუნეთ. დავეხმარეთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა,“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.  


ბენეფიციარებად შეირჩენ ხანდაზმულთა თავშესაფრები, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მარტოხელა მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლები, ბავშვთა სამუსიკო სკოლაში და ქართლში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, ბავშთა ჰოსპისი, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები,  მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი გაერთიანებები.  თიბისელების მიერ გადარიცხულ თანხას თითოეული ბენეფიციარი ორგანიზაცია თუ პირი კონკრეტული საჭიროებებისთვის გამოიყენებს. 


ამ მასშტაბის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების დასახმარებლად, მათ შორის, თანამშრომელთა სახელითა და ჩართულობით, თიბისის არაერთხელ განუხოციელებია. საქველმოქმედო ინიციატივამ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. პროცესში აქტიურად ჩაერთნენ თიბისელები, რომლებმაც მათი რეგიონის მასშტაბით ქველმოქმედების იდეები თავად მოიფიქრეს.