18-01-2022
მიმდინარე წლის 18 იანვარს, ქალაქ ონში, ახალი მუნიციპალური სერვისი- ქალთა ოთახი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველი მოადგილე ალავერდი ხვედელიანი, ქალთა ოთახის მხარდამჭერი კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლები, კავკასიის ალიანსების პროგრამის თიმ ლიდერი ჰელენ ბრადბერი და თიმლიდერის მოადგილე გიორგი სადუნიშვილი ესწრებოდნენ.ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მადლობა გადაუხადა კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლებს, ონის მუნიციპალიტეტში საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს დავით ჩიკვაიძეს, რომელიც 2021 წელს აქტიურად იყო აღნიშნული პროექტის განხორციელების საქმეში ჩართული.
"სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, სივრცე მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის თავისუფალი დიალოგისთვის. ეს არის ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მუნიციპალური ბიბლიოთეკის სივრცეში საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურს ცენტრი ,,ქალთა ოთახი'', რომლის მიზანია ქალებისა და გოგონების ცნობიერების დონის ამაღლება, მათ საჭიროებებზე მორგებული ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, რაც შემდგომში განაპირობებს მათ ეკომონიკურ, სოციალურ და სამოქალაქო აქტიურობას და გაძლიერებას. ქალთა ოთახის ვიზიტორებს შეეძლებათ უფასოდ ისარგებლონ: კომპიუტერითა და ინტერნეტით; ბიბლიოთეკით, საბავშვო კუთხით, სივრცით სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად, საკონსულტაციო სერვისებითა და სხვა მომსახურებით. „ქალთა ოთახი'' ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში დემოკრატიულ ღირებულებებსა და თანასწორუფლებიანობაზე ორიენტირებული სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფას ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობით. აღნიშნული სივრცე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ განხორციელებული ,,ალიანსების კავკასიის პროგრამის'' ფარგლებში დაფინანსდა.„ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის გაზრდას, აღნიშნული სივრცის მეშვეობით ჩატარდება მრავალი სახის ტრენინგები, ღონისძიებები. ონელი ქალბატონები მიიღებენ კონსულტაციებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე" - განაცხადა შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა.