გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

18-01-2022

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE და CAE მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ დღეიდან, 18 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით. მას, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, უფლება აქვს გამოიყენოს  დარეგისტრირების კიდევ ერთი შესაძლებლობა - გამოცდებისათვის გვიანი რეგისტრაცია 29 იანვარს დაიწყება და 31 იანვრის 18:00 საათზე დასრულდება.


სარეგისტრაციო ფორმასთან და პროცედურებთან, გამოცდების განრიგთან  და მონაწილეობის საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.naec.ge


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 15 წელზე მეტია ორგანიზებას უწევს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ გამოცდებს, რომელთა მიზანიც საგანმანათლებლო შეფასებაა. ერთიანი ეროვნული გამოცდების, პროფესიული ტესტირებებისა და სახელმწიფო შეფასების გარდა, ცენტრი ფლობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდის ჩატარების ლიცენზიას. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს.