გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ 2 წელი მოვანდონეთ 20 მოსამართლის არჩევას, ეს არის ფაქტი და აქ სიჩქარეზე საუბარი ზედმეტია

20-01-2022

„ჩვენ 2 წელი მოვანდომეთ 20 მოსამართლის არჩევას, ეს არის ფაქტი და აქ სიჩქარეზე საუბარი ზედმეტია - განაცხდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავი-2-ის „ღამის კურიერში“.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი.


„მანამდე გახსოვთ, მარტივად, პრეზიდენტი წარადგენდა და პარლამენტი ამტკიცებდა, არავის გაუკრიტიკებია ეს პროცესი. მარგველაშვილმა ერთ დღეში წარადგინა და პარლამეტმა მერე განიხილა. ჩვენ მოგვთხოვეს ამ საკითხების დახვეწა, უფრო რთულად მოწესრიგება, მოვაწესრიგეთ უპრეცედენტო რეგულაციების საფუძველზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არ არის ასეთი გამჭვირვალე და რთული პროცედურები დადგენილი, რაც არის ჩვენთან. ამ პროცედურების საფუძველზე 2 წელი მოვანდომეთ, 20 მოსამართლის არჩევას, აბსოლუტურად დახვეწილი პროცედურების საფუძველზე. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი ძალიან გამართული და ლოგიკური პასუხები, რომელიც ეფუძნება არა აღქმებს, არამედ ფაქტებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.