გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი: გაქცეულ ყოფილ პრემიერსა და სააკაშვილის დამონებულ ნაცმოძრაობას შორის კოალიცია საბოლოოდ გაფორმდა

20-01-2022

,,დადასტურებულ პოლიტიკურ ალიანსს აღარ შველის ნათია მეზვრიშვილისა და კახაბერ ქემოკლიძის პოლიტიკურად ღრმად დახუჭული თვალების ნაბვა და ამაყი სახით გამამართლებელი სიტყვების ძიება’’ - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი წალენჯიხის საკრებულოში ნაციონალების და გახარია პარტიის კოალიციას.


როგორც მეგრელიშვილი წერს, ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალია სააკაშვილისგან ელოდება დირექტივებს. 


,,გაქცეულ ყოფილ პრემიერმინისტრსა და მიხეილ სააკაშვილის დამონებულ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის" კოალიცია საბოლოოდ გაფორმდა.მოღალატეობრივი პოლიტიკაა და ბარემ ბოლომდე ღალატი იყოს!ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაც გახარია-სააკაშვილის კოალიციამ გადაიბარა.დადასტურებულ პოლიტიკურ ალიანსს აღარ შველის ნათია მეზვრიშვილისა და კახაბერ ქემოკლიძის პოლიტიკურად ღრმად დახუჭული თვალების ნაბვა და ამაყი სახით გამამართლებელი სიტყვების ძიება...მივულოცოთ მეგობრებო, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია აირჩიეს რომელიც ახლა ზის და დირექტივებს სააკაშვილისაგან ელოდება’’ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.