გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

20-01-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში იულიან შიფუს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმარს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.


მხარეებმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს.


საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა რუმინეთთან თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ მრავალწლოვან თანამშრომლობაზე და სამომავლო ხედვებზე.