გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ძმაზე ძალადობისთვის 20 წლის ბიჭს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება

24-11-2017

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მოს. გიორგი ზვიადაძე) ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული სოფ. დვაბზუში მცხოვრები 20 წლის ლ.ბ.-ს წინააღმდეგ წარმოებული საქმის წინასასამართლო სხდომა შედგა.

20 წლის ახალგაზრდას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ედება. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, შესაძლოა, ბრალდებულს ერთი წლით თავიუსფლება აღეკვეთოს. 

როგორც სასამართლო სხდომიდან ირკვევა, 25 მაისს ზარი 112-ში განახორციელა, ბრალდებულის ძმამ თ.ბ.-მ, რომლის მტკიცებითაც, ურთიერთ შელაპარაკების საფუძველზე, ძმამ მის მიმართ იძალადა და სახეში გაარტყა. საქმის არსებითი განხილვა 6 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.


წყარო: "გურიის მოამბე"