პარასკევი, აპრილი 11, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

23-01-2022

ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 


იმუნიზაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის მოსახლეობასთან გამართეს და შეკრებილ საზოგადოებასთან აცრის მნიშვნელობასა და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიან პროგრამაზე ისაუბრეს. ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა და ეპიდემიოლოგმა ნონა ბაკურაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. 


როგორც შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმუნიზაცია ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია პანდემიის დასამარცხებლად. ამასთან მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ.


ყველა მათგანს ვაქცინაციის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება.


შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, დაიცვან საკუთარი და გარშემომყოფი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.