გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბაკურიანში ეტლითხილამურის ჩემპიონატი – ბაკურიანი 2022 გაიმართა

24-01-2022

დაბა ბაკურიანში, ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაცია „საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების" თანადგომით, მესამედ საქართველოსა და მთელი ჩვენი რეგიონის ისტორიაში, მთის ეტლითხილამურის ჩემპიონატი – ბაკურიანი 2022 გაიმართა.ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდისა და ქუთაისში მცხოვრები სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცები, სულ 40 მონაწილე.


ინდივიდუალურში გამოვლინდა 4 გამარჯვებული. პირველი და მეორე ადგილი თბილისელმა მოასპარეზეებმა, სამშვიდობო მისიაში დაჭრილმა ჯარისკაცებმა_ გელა ხელაძემ და ონისე ჯუღელმა მოიპოვეს, მესამე ადგილისთვის იბრძოლა მარნეულის მკვიდრმა, სმენისარმქონე იაგუბ გასანოვმა, ხოლო მეოთხე ადგილს, გორში მცხოვრები დაჭრილი ჯარისკაცი, გიორგი მოდებაძე დასჯერდა.


რაც შეეხება გუნდურ პირველობაში გამარჯვებულებს, აქაც, პირველი ადგილი, თბილისის ოთხეულმა მოიპოვა, მეორე გორის გუნდმა, მესამე–მეოთხე ადგილები კი მარნეულისა და ქუთაისის გუნდებმა დაიკავეს. ყველა გამარჯვებული დასაჩუქრდა სოლიდური ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ასოციაციამ „საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრები",კომპანია „ტოიოტა კავკასიამ" და კინოთეატრების ქსელმა „კავეა" დააწესა.


გამარჯვებულებს, ასევე, გადაეცათ მედლები და დიპლომები, ხოლო გარდამავალმა თასმა, ერთი წლით, ბინა, თბილისში დაიდო. ჩემპიონატის გამარჯვებულები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ასოციაცია „საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების" პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ქარჩავამ და ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარემ, ხატია გავაშელმა პირადად დააჯილდოვეს. ღონისძიება გაიმართა პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში და ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, ყოველწლიურად, 30-ზე მეტი სპორტული ღონისძიება ტარდება, რომლებშიც შშმ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები აქტიურად არიან ჩართულნი.