გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ესტუმრა

24-01-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.


შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის მიმართულებები.


ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო მისიებში ქართული მხარის კონტრიბუციის მნიშვნელობას.