გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ხელაშვილი ქართული დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტზე: განიხილება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ დასავლეთმა და საქართველომ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა რეგიონში არ მოხდეს ყველაზე უარესი - ფართომასშტაბიანი სისხლისღვრა

25-01-2022

საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დღეს ბრიუსელში გაემგზავრება. შეხვედრები ნატოს უმაღლეს წარმომადგენლებთან გაიმართება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ძირითადი საკითხი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესია და რეგიონში მიმდინარე პროცესები იქნება.


„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, შემუშავდეს გეგმა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რეგიონში ფართომასშტაბიანი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.


„განიხილავენ რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონსოლიდაციასა და იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს დასავლეთმა და, მასთან კოორდინაციაში, საქართველომ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა რეგიონში არ მოხდეს ყველაზე უარესი - ფართომასშტაბიანი სისხლისღვრა, რომელიც შეცვლიდა არა მარტო უკრაინის, არამედ მთლიანად რეგიონის მომავალს, ადამიანურ მსხვერპლს რომ თავი დავანებოთ“, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.