გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კასპის სოფელ გრაკალში ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა

25-01-2022

შიდა ქართლის მხარის გუბენატორმა ვალერიან მჭედლიძემ,  მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ  შოთა ბეგლარაშვილმა სოფელ გრაკალში ახალი საბავშვო ბაღის შენობა გახსნეს.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 474 896 ლარია, სრულად  აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ბაღი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით,  გამწვანდა ეზო, საბავშო მოედანზე კი გასართობი საშუალებები მოეწყო.


"სოფლის საბავშვო ბაღი დღემდე ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული და ბავშვებისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. ახლის მშენებლობა კი მართლაც დროული და მნიშვნელოვანი იყო. სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია.  საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ზემო ხანდაკშიც. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესი გაგრძელდება, რათა ყველა პატარას ქონდეს ლამაზ გარემოში ყოფნის შესაძლებლობა" - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ. 


საბავშვო ბაღის პედაგოგიურმა კოლექტივმა და აღსაზრდელების მშობლებმა ვალერიან მჭედლიძეს და ვახტანგ მაისურაძეს   კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღისთვის მადლობა გადაუხადეს.