გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ბატონმა ბიძინამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხიმგებლობა აიღო და ამას არ გაექცა"

7-05-2018

ექსპერტი იგორ კვესელავა "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ძირითად მიზეზებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ როგორც 2012 წელს, ასევე 2018 წელს ის არ ფგაექცა ხალხის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას: 

"ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება დაკავშირებულია საზოგადოებაში გაჩენილ უიმედობასთან, აპათიასთან, დეპრესიასთან, მთავრობის უთავბოლობასთან, ელიტარული კორუფციის ნიშნების გაჩენასთან, მთავრობასა და პარლამენტში მილიონერების გაჩენასთან, საქართველოს სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ასევე სუსტ საგარეო-ეკონომიკურ პოლიტიკასთან. ფაქტობრივად, ამის გამო დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში. 
შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ჩამოყალიბებულ რეალობასა და ვითარებაში მას სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. მან ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხიმგებლობა 2012 წელს აიღო და როგორც პასუხიმგებლობის მქონე ადამიანი ამ პასუხიმგებლობას ის არც 2018 წელს გაექცა. 

ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი კვლავაც მოთმინეთ ელოდება ხელისუფლებისაგან სერიოზულ ცვლილებებს ძალიან ბევრ სფეროებში. ვნახოთ, რა სამოქმედო გეგმებს შესთავაზებს ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას. 
 ქვეყანაში განვითარებულმა ეკონომიკურმა, სოციალურმა, გნებავთ პოლიტიკურმა საშინაო და საგარეო პრობლემებმა, რომლებიც, სამწუხაროდ, საკმაოზე მეტად დაგროვდა, საზოგადოების დიდ ნაწილს მისცა სწორედ ამგვარი აზრის გამოთქმის საშუალება. 
ზოგი ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს, ზოგი კი უკმაყოფილებას აშკარად გამოხატავს. ამის კარგი მაგალითი კი ისაა, რომ არჩევნებში საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არ მონაწილეობს. 
ეს ხალხი ოპოზიციის მხარეს არ იხრება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციას მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის გეგმები აქვს, არამედ იმიტომ, რომ მასში მისი პრობლემების მომგვარებელს ვერ ხედავენ. 
ეს ხალხი იმიტომაა ხელისუფლებაზე გაბრაზებული, რომ ღარიბაშვილის პრემიერობიდან მოყოლებული მთავრობის საქმიანობას ხალხისთვის კეთილდღეობა და წინსვლა არ მოუტანი, რისი მოლოდინი მათ ჰქონდათ. 

ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხის პრეტენზიები საფუძვლიანიცაა და სამართლიანიც, მაგრამ ისინი კარგ მოლოდინს ისევ ივანიშვილს უკავშირებენ. თუ პოლიტიკაში ივანიშვილის გააქტიურებით ბევრი არც არაფერი შეიცვალა, ხალხს სხვა არაფერი დარჩება, თუ არა ის, რომ დაელოდოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც ის არჩევნებზე თავის სათქმელს იტყვის"-აცხადებს ექსპერტი. 


"გურიის მოამბე"