გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი დაცლილი უნდა იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან - დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, ჩვენ უკვე გამზადებული ტექსტი გვექნება

26-01-2022

„ვფიქრობ, რომ არ დარჩება რეალური მიზეზი საიმისოდ, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ საერთო პოზიციის შეჯერება, თუკი, ჩვენი კოლეგები, თუნდაც, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ, წამოვლენ იმაზე, რომ, უტრირებულად რომ ვთქვათ, რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან, ამ შემთხვევაში, შეთანხმება მარტივია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობის შემდეგ განაცხადა.„ვფიქრობ, რომ არ დარჩება რეალური მიზეზი საიმისოდ, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ საერთო პოზიციის შეჯერება, თუკი, ჩვენი კოლეგები, თუნდაც, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ, წამოვლენ იმაზე, რომ, უტრირებულად რომ ვთქვათ, რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან, ამ შემთხვევაში, შეთანხმება მარტივია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობის შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, დღის ბოლომდე რეზოლუციის საბოლოო ტექსტი მზად იქნება.


„დღეს კარგია, რომ მათ პრინციპებზე არაფერი ან ვერაფერი არ თქვეს ან ვერ თქვეს, რადგან სწორი პოზიცია არის ის, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ. ვიცი, რომ ისინი თქვენთან, ჟურნალისტებთან ამბობენ სიტყვას „სიფრთხილე“. მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა არ არის სიფრთხილე, ეს არის სწორი, პრაგმატული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით, თუმცა, რაღაც დეტალებზე, რომლებიც მართლა არ იყო მნიშვნელოვანი, იყო შენიშვნები. გადავხედავთ, ამ დეტალებზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ და, დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, ჩვენ უკვე გვექნება გამზადებული ტექსტი იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას და მათგან მოწონებულია. პრინციპებზე ჩვენ შევთანხმდით, თუმცა არის გარკვეული დეტალები - სიტყვებზეც კი იყო შენიშვნები, რაც არაფერს არ ცვლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ აგრესიას, რომელიც, შეიძლება, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყოს მიმართული, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს, ბუნებრივია, არავის შეუძლია, რომელიმე ქვეყანას მიუთითოს, მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ასეთ ზოგად პრინციპებზე დღეს ჩვენ შევთანხმდით. ვფიქრობ, ისეთ დეტალებზეც შევთანხმდებით, რომლებიც პრინციპულ საკითხებს არ წარმოადგენენ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ე.წ. ოთხშაბათის წესი მუშაობს საიმისოდ, რომ დღეს, დღის ბოლომდე უნდა დავარეგისტრიროთ. ამიტომ, თუ შევთანხმდებით, ბუნებრივია, დღეს, დღის ბოლომდე დავარეგისტრირებთ. თუ ჩვენ შევთანხმდებით პრინციპებზე, რომლებზეც დღეს წინააღმდეგობა ვერავინ გასწია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საერთო ტექსტი გვექნება და საერთო რეზოლუცია დარეგისტრირდება, თუ იმ დეტალების გამო ვინმე უარს იტყვის, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს ვერსიას დავარეგისტრირებთ და გავიტანთ კიდეც. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.