გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

26-01-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
 
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული.
 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებს შორის. ყურადღება გამახვილდა კოვიდ-პანდემიის გამოწვევებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აღნიშნული დარგების მდგომარეობაზე.
 
როგორც აღინიშნა,  სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან მეტი მოგზაურის დასაინტერესებლად და ჩამოსაყვანად,  მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს თითოეულ ქვეყანაში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების განვითარებას.