გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ედიშერ გვენეტაძე: ოპოზიცია მოითხოვს უფრო მეტ რადიკალიზმს თითქოსდა ისინი არიან ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტები, სინამდვილეში კარგად გვახსოვს მათმა უაზრო და პოლიტიკამ რა უბედურება დაგვმართა

26-01-2022

„ამ ადამიანების მიზანი ერთია, აირიოს სიტუაცია ქვეყანაში და აქედან სარგებელი ნახონ! მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის მომავალს და მის მომავალზე გათვლილ პოლიტიკას! ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღესაც, როდესაც ქვეყანაში არსებული პარტიებიდან წოდებული მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ქვეყნის უბედურების ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ!“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს ოპოზიცია არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რისი მიზანიც ქვეყანაში სიტუაციის არევა და აქედან რაიმე სარგებლის მიღებაა. 


„საქართველოს ხელისუფლება არსებული რეალიების გათვალისწინებით იღებს იმ რეზოლუციას, რომელშიც იუველური სიზუსტით არის გათვალისწინებული არსებული ვითარება უკრაინის ირგვლივ! და ამის გათვალისწინებით გამოთქმულია შესაბამისი დამოკიდებულება არსებული საკითხის მიმართ! ოპოზიცია არ ეთანხმება და მოითხოვს უფრო მეტ რადიკალიზმს თითქოსდა ისინი არიან ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტები, სინამდვილეში კარგად გვახსოვს მათმა უაზრო და შედეგზე გაუსვლელმა პოლიტიკამ რა უბედურება დამართა საქართველოს! ამ ადამიანების მიზანი ერთია, აირიოს სიტუაცია ქვეყანაში და აქედან სარგებელი ნახონ! მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის მომავალს და მის მომავალზე გათვლილ პოლიტიკას! ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღესაც, როდესაც ქვეყანაში არსებული პარტიებიდან წოდებული მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ქვეყნის უბედურების ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ! თუმცა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ისინი ამას ვერ გააკეთებენ! ვისაც მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ასეა- ხელისუფლების ყველა განცხადება, რეზოლუცია და თუ ქმედება უნდა ამოდიოდეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და უნდა ემსახურებოდნენ მის უსაფრთხოებას! რაც რეალურად ჩანს კიდევაც ჩანს ამ რეზოლუციით!“- წერს გვენეტაძე.