გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი პირველად განხორციელდა

26-01-2022

მიმდინარე წელს საქართველოდან  იორდანიაში 11 110  სული  წვრილფეხა და   350 სული მსხვილფეხა პირუტყვი  გავიდა. გასულ წელს კი, ასევე პირველად, განხორციელდა ხორცის ექსპორტიც.მიმდინარე წელს საქართველოდან  იორდანიაში 11 110  სული  წვრილფეხა და   350 სული მსხვილფეხა პირუტყვი  გავიდა. გასულ წელს კი, ასევე პირველად, განხორციელდა ხორცის ექსპორტიც. 


„იორდანიის ბაზარი  ერთ-ერთი მიმზიდველია და მისი გახსნა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს , როგორც ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის და  დამატებითი სტიმულია მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის" -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

 
იორდანიის ბაზრის გახსნას წინ უძღოდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინტენსიური მოლაპარკებების პროცესი  იორდანიის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, შარშან ოქტომბერში იორდანიის დელეგაციის ვიზიტი იორდანიის მთავარი ვეტერინარის რაჩელ დოდენის ხელმძღვანელობით. ვიზიტის  ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ ქვეყანაში არსებულ  მდგომარეობას, მიმდინარე ვეტერინარულ ღონისძიებებს  და კონტროლის სისტემას. შედეგად მხარეებს შორის   ხელი მოეწერა და შეთანხმდა ვეტერინარული სერტიფიკატები. 


2021 წელს, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ომანში, ყატარში , ბაჰრეინსა და ერაყში 339 573 სული  მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა.