გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან გაჩეჩილაძე და მისი მეუღლე ნინო მიქელაძე "მთავარ არხს" სასამართლოში უჩივიან

26-01-2022

დავა „მთავარი არხის“ წინააღმდეგ - ლევან გაჩეჩილაძე და მისი მეუღლე ნინო მიქელაძე "მთავარ არხს" სასამართლოში უჩივიან.


მათი ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"გასული წლის ბოლოს გია გაჩეჩილაძემ და ლევან გაჩეჩილაძის მეუღლემ, ნინო მიქელაძემ სასამართლოს მიმართეს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ და მოითხოვეს ცილისწამებლური განცხადების უარყოფა, რომელიც ეხებოდა ამავე ტელემაუწყებლის მიერ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გაჩეჩილაძეების ოჯახის მიმართ სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებას.


კერძოდ, 2021 წლის 9 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შაბათის მთავარის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ითქვა, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ერთ-ერთი სამალავი ადგილი ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N50ა-ში მდებარე გაჩეჩილაძეების საცხოვრებელი სახლი იყო.


ასევე, სიუჟეტში ნახსენები იყო, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირები ნინო მიქელაძის შვილის ახლო მეგობრები იყვნენ და მათ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო ღონისძიებები.


სიუჟეტის პირდაპირ ეთერში გასვლის შემდეგ, გაჩეჩილაძეების ოჯახის მიმართ დაიწყო შეურაცხმყოფელი და აგრესიის გამომხატავი განცხადებებისა და კომენტარების გავრცელება. აგრესიის ტალღა გაძლიერდა ფეისბუქ გვერდზე სიუჟეტის ატვირთვის შემდეგ.


სიუჟეტის გამოქვეყნების შემდგომ უფრო მეტი პათოსით დაიწყო სხვადასხვა ცილისმწამებლური განცხადებებისა და კომენტარების გამოქვეყნება საზოგადოების გარკვეული პირებისა თუ ჯგუფების მიერ.


2021 წლის 29 ნოემბერს გია გაჩეჩილაძემ და ნინო მიქელაძემ მიმართეს შპს „მთავარი არხს“ და თხოვეს ეცნობებინა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმება თუნდაც იმავე წყაროსთან, ვინც ზემოაღნიშნული არასწორი და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის სისწორის დადგენისთვის რა ღონისძიებებს მიმართა ტელეკომპანიამ. „მთავარ არხს“ აღნიშნულ საკითხზე არ გაუცია პასუხი. სასამართლო სარჩელი მიიღო წარმოებაში. შესაბამისად, იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ, ჩაინიშნება სხდომა და წარიმართება საქმის განხილვა" - ნათქვამია განცხადებაში.