კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილები იმერეთში

24-11-2017

იმერეთის მიმართ ტურისტები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნავენ.

როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო აზარაშვილი ამბობს, ვიზიტორების მოწონებას განსაკუთრებით სათაფლიის, პრომეთეს მღვიმე და ოკაცეს კანიონი იწვევს.

ამ ადგილებისადმი ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს მოწმობს ციფრებიც, რომლებიც წლიდან წლამდე ვიზიტორების რაოდენობის მატებაზე მიუთითებს.

სააგენტოს ცნობით, მაგალითად, ოკაცეს კანიონი (2017 წლის 10 თვის მონაცემებით) 71 874 ვიზიტორმა მოინახულა, რაც 2016 წლის 10 თვის მონაცემებთან შედარებით 21,064 ვიზიტორით მეტია, რადგან 2016 წელს კანიონი 50 810 ვიზიტორმა დაათვალიერა.

ასევე პრომეთეს მმღვიმე 6234 - ით მეტმა უცხოელმა ტურისტმა მოინახულა გასულ 2016 წელთან შედარებით. პრომეთეს მღვიმე 2016 წელს 138 227ვიზიტორმა, ხოლო 160 278 ტურისტმა დაათვალიერა.

ტურისტების რაოდენობის სტატისტიკა მზარდია სათაფლიის მღვიმეშიც. სათაფლიას 2016 წელს 25 144 ტურისტი , ხოლო 2017 წელს - 31 378 ვიზიტორი ეწვია.

"განვითარდა ინფრასტრუქტურა, დაინერგა ახალი სერვისები, რამაც ბუნებრივია ხელი შეუწყო ვიზიტორების ნაკადის ზრდას იმერეთში, " - აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო აზარაშვილი.



წყარო: "ქუთაისიპოსტი"