გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია განაახლეს

7-05-2018

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია განაახლეს. მათი მოთხოვნა უცვლელია - შესაბამისმა უწყებებმა დაადგინონ კერძო სადგურების გახსნის კანონიერება და მიზანშეწონილობა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალაქში მოქმედი კერძო სადგურები უნდა დაიხუროს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ავტოსადგურების წესებსა და პირობებს.

ამასთან, ისინი ორი დღის წინ დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ამ დროისთვის დედაქალაქის მიმართულებით რგინიგზის სადგურიდან მხოლოდ ერთი ავტობუსი მოძრაობს.

რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და კერძო ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა ოთხი მათგანი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"