გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

27-01-2022

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.


ამ დღის აღნიშვნის მიზანი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება, ანტისემიტიზმის საფრთხეზე დაფიქრება და ტოლერანტობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.


დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ონში და ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ყვავილებით შეამკეს ჰოლოკოსტის მემორიალი.


2019 წლის 2 სექტემბერს, ონის სინაგოგის 125 წლისთავზე, ქ. ონში, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ნიშნად გაიხსნა ისტორიული მემორიალი, რომელიც ეძღვნება ნაცისტური რეჟიმის მიერ განადგურებული 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლეს და რაჭის ღირსეული შვილის, ქართველი "შინდლერის", სერგი მეტრეველის ნათელ ხსოვნას.


შეგახსენებთ, რომ ქალაქი ონი ამით გახდა ერთადერთი მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოეთში, სადაც არასდროს მომხდარა ებრაელთა დევნა და მონუმენტი მიეძღვნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთ. იმავდროულად, ბუნებრივია, ონი არის პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც აღმართულია ჰოლოკოსტის მემორიალი.


ონის მუნიციპალიტეტის მერია პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა მიერ ჩადენილ გენოციდს, რამაც ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია.