გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აჭარიდან 38 000 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა

28-01-2022

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის სეზონი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო, რაც თითოეულ მეციტრუსე ფერმერზე  დადებითად აისახა.


,,წარმატებული იყო ციტრუსის სეზონი აჭარაში და ამ წარმატების განმსაზღვრელია ჩვენი მოსახლეობის განწყობები. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, მეციტრუსე ფერმერებთან, ექპორტიორებთან და უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი სეზონი გამოირჩეულია" - განაცხდა თორნიკე რიჟვაძემ.


დღევანდელი მდგომარეობით, განხორციელდა 38 თასი ტონა მანდარინის ექსპორტი.  მიმდინარე სეზონზე მუშაობდა 30-მდე ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმო.