28-01-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის დასაწყისში განხილული იქნა მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანამშრომლებს პრევენციული ზომების გატარებისკენ მოუწოდეს.
მერმა ისაუბრა თანამშრომელთა უდიდეს პასუხისმგებლობაზე, რომელიც მათ დაკისრებული აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე. კიდევ ერთხელ მოუწუდა დისციპლინისკენ და სამსახურებრივი მოვალეობების პასუხისმგებლიანად შესრულებისკენ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ზამთრის სეზონზე ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე, მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.
სამსახურის უფროსებმა შეაჯამეს გასულ კვირას შესრულებული სამუშაოები და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები.