გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

წინა წელს საქართველოში მშენებლობაზე 10 095 ნებართვა გაიცა

31-01-2022

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს გაცემულია 10 095 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი) 7 434.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობანაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 42.8 პროცენტით მეტი). ნებართვების 74.4 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 9.2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.


საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 29.5 პროცენტი - ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი - მცხეთამთიანეთის რეგიონზე, ხოლო 9.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.


სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტი) 2 347 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 10.0 პროცენტით მეტი).