გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მირდატ ქამადაძე - ბათუმის მერია ყველაზე ჩაკეტილ უწყებად იქცა

7-05-2018

ბათუმის მერია ყველაზე ჩაკეტილ უწყებად იქცა, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბათუმის მერიაში კორუფცია და ნეპოტიზმი მძვინვარებს და ა(ა)იპ-დან და შპს-ებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ, ამასთან, გამოთხოვილი ინფორმაციები არასრულყოფილია. 
„გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს პასუხი სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქალაქ ბათუმის მერს შეხვედრისთვის მისთვის მისაღებ თარიღს საჯაროდ ვთავაზობთ“, - განაცხადა ქამადაძემ.

'ინტერპრესნიუსი"