გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ვლადიმერ ბოჟაძე გახარიაზე: მაზაკვალი ღიად გადავიდა სააკაშვილთან თანამშრომლობაზე და მესამედ, ოფიციალური კოალიცია გააფორმა პატიმარ კრიმინალ სააკაშვილთან და მის პარტიასთან

31-01-2022

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ეხმიანება, სადაც გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გაერთიანდა.

„როგორც ჩანს, გახარია შეეგუა ბედს და დარწმუნდა, რომ აღარ გაუვა მისთვის ჩვეული, ტყუილებით და ეშმაკობით შეფარული ბოდვები. ასე რომ, მაზაკვალი ღიად გადავიდა სააკაშვილთან თანამშრომლობაზე და მესამედ, ოფიციალური კოალიცია გააფორმა პატიმარ კრიმინალ სააკაშვილთან და მის პარტიასთან. ამით რომ საკუთარ "პოლიტიკურ მკვლელობას" აწერს ხელს ეგ თავად იდარდოს, მე იმ ხალხს მივმართავ, მისი რომ სჯეროდათ - თუ აქამდე გქონდათ რამე ეჭვები, ახლა მაინც ხომ ხვდებით, სად ჩაგითრიათ თქვენმა მატყუარა, მელიასთვის გადამდგარმა მინიბელადმა, მთავარ ბელადთან ერთად? ხოდა გონს მოეგეთ და სასწრაფოდ გაემიჯნეთ ამ სამარცხვინო მოღალატეს!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.