სამშაბათი, მაისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გიორგი ღიბრაძე: მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ტესტს იკეთებს და ასევე, ლაბორატორიებს, რომ სწორად მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაციები ტესტირების განხორციელების დროს

1-02-2022

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ტესტს იკეთებს და ასევე, ლაბორატორიებს, რომ სწორად მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაციები ტესტირების განხორციელების დროს, -   ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
 
მისი თქმით ამით თავიდან იქნება აცილებული ინფიცირებულთან კონტაქტზე გასვლასთან დაკავშირებული პრობლემები.
 
 „ლაბორატორიებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით ცხადია, შეიქმნა გარკვეული პრობლემები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ტესტს იკეთებს და ასევე, ლაბორატორიებს, რომ სწორად მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაციები ტესტირების განხორციელების დროს, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ კონტაქტზე გასვლასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაზრდილია მიმართვიანობა ლაბორატორიებში, რაც პროცესს გარკვეულწილად ართულებს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ავადობის მიმდინარეობა შემსუბუქებულია. ბევრი აქტიური შემთხვევაა, მაგრამ ბევრი ადამიანი მკურნალობას ბინაზე გადის და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ გაზრდილა", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.