გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში, ჯავახიშვილის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

1-02-2022

ქალაქ კასპში ჯავახიშვილის ქუჩის მოწყობა-მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „შარა“ ახორციელებს.


მშენებლები ამჟამად გზის საფუძვლის და რკინაბეტონის კიუვეტებისმოწყობაზე მუშაობენ, ქუჩაზე მოეწყობა გადასასვლელებიც. წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ასფალტის დაგებას დაიწყებენ.


ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 424 000 ლარი დაიხარჯება. მშენებელმა ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 558 გრძივი მეტრიააპრილის თვეში უნდა დაასრულოს.


"კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 2022 წელსაც ვაგრძელებთ. ჯავახიშვილის ქუჩააუცილებელ განახლებას საჭიროებდა, გამოვაცხადეთ სამუშაოების ტენდერი დაგამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მალევე დაიწყო.პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი გზთ შეძლებს გადაადგილებას. სულ მალე სამუშაოები ცხვედაძის ქუჩაზეც დაიწყება" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.