გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვებინარი გაიმართა

2-02-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღის ფარგლებში, ვებინარი გაიმართა. შეხვედრა ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება საქართველოში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები წარმოადგენს ძალიან ღირებულ ეკოსისტემას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების თვალსაზრისით. ჭარბტენიანი ტერიტორიები უზრუნველყოფს ისეთ მნიშვნელოვან ეკოსისტემურ მომსახურებებს, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ღვარცოფებისა და გვალვებისგან დაცვა, კლიმატის ცვლილების რეგულირება, წყალმარეგულირებელი ფუნქცია, რის გამოც ჭარბტენიანი ტერიტორიები მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხითაც”, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.


შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ახალგაზრდებს ჭარბტენიანი ტერიტორიების ღირებულებისა და მისი სარგებლობის შესახებ ესაუბრნენ. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს უნიკალურ ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ.


შეხვედრას ეკოლიდერები, გარემოსდამცველი მოხალისეები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან აღნიშნული თემით დაინტერესებული მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება.