გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჩოხატაურსა და თერჯოლაში სკოლებს აფხაზეთში დაღუპული მეომრების სახელი მიენიჭა

8-05-2018

ჩოხატაურსა და თერჯოლაში ორ საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული მეომრების სახელი ეწოდა. ჩოხატაურში, სოფელ ბასილეთის სკოლა გურამ უჯმაჯურიძის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის სკოლა კი კახაბერ ბრეგვაძის სახელობისა იქნება.

შესაბამისი ბრძანებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2018 წლის 3 მაისს გამოსცა. 

კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს მიერ სკოლების სახელდება შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ხდება.

reginfo.ge