გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის 11 ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა

3-02-2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიის  წარმომადგენლებს შეხვდა.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიის  წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრის მთავარი თემა იყო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯები.
 
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში, რადგან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება და თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მძიმედ აისახება არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალზეც.
 
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. მან, ასევე, ისაუბრა ე.წ. „3+3 ფორმატზე" და ევროპელ დიპლომატებს განუმარტა თუ რატომ არ მონაწილეობს საქართველო ამ ფორმატში.
 
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება განიხილეს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ  მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.