გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს

4-02-2022

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. 2022 წლის იანვარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები 53 პროცენტით აღდგა. ყველა ის ღონისძიება - მარკეტინგული კამპანია თუ აქტივობა, რასაც საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად არაერთ სტრატეგიულ, სამიზნე ქვეყანაში ახორციელებდა და ახორციელებს, პირდაპირპროპორციულად აისახება იმ წარმატებულ შედეგებზე, რომლებსაც დღეს ვხედავთ ტურიზმის აღდგენის დინამიკაში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საქართველოს 199,393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემის 38%-იანი აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 471 % შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობას, მიმდინარე წლის იანვარში მან 163,615-ს შეადგინა - ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 53%-ით აღდგა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 456 % შეადგინა.


„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.