გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები,მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღონისძიებაში „ნობათობა“ მიიღებენ მონაწილეობას

5-02-2022

მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, „ბაზარი ორბელიანზე“ გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - თაფლი, ღვინო, ყველი, მშრალი ხილი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა.


აღსანიშნავია, რომ „ნობათობის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ უსასყიდლოდ უთმობს სივრცეს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს. ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობითაა დატვირთული, რაც სხვადასხვა ფორმატით - დეგუსტაციები, შეფების მასტერკლასები, ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები - პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას გულისხმობს.


„ბაზარი ორბელიანზე“ არის ისტორიული ბაზრის განახლებული კონცეფცია, რომელიც ქართული წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.