5-02-2022
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში Hotel Kavtiskhevi Resort - სასტუმრო კავთისხევი რეზორტის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა.
მდინარე კავთურის ხეობაში, შუაგულ საკავთსხევოში მდებარე სასტუმროს ლობი სივრცე გემოვნებითა და ქართულ-ევროპული თანამედროვე სტილით მოწყობილი მყუდრო სასტუმროა.
სასტუმროს მშენებლობა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით 70%-ის ფარგლებში დაფინანსდა.
ეკოლოგიურად ჯანსაღი, უსაფრთხო გარემო და კომფორტული კოტეჯები საუკეთესოა საყვარელ ადამიანებთან, ოჯახთან ერთად განტვირთვის, დროისა და დასვენების გასატარებლად. სასტუმროს ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს საოჯახო დასვენების საჭირო სტანდარტებს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად 60-70 ადამიანს უმასპინძლოს.
ქართულ-ევროპული სამზარეულო, თონე, ბარი, ღია ტიპის საცურაო აუზი, „ჩანი“ (ცხელი წყლით), მონადირის სახლი და მშვიდი გარემო თითოეული დამსვენებლისთვის სასურველ ატმოსფეროს ქმნის.
"დღეს მოგვეცა შესაძლებლობა სასტუმროს პრეზენტაციაზე დასწრების, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში პირველია და მივესალმებით მის გახსნას. სასტუმრო კავთისხევი რეზორტი ქართული ეკონომიკის, ადგილობრივი ბიზნესის და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. საკავთისხევო მდიდარია ისტორიული ძეგლებითა რომელიც მრავალ ტურისტს იზიდავს. სასტუმროს ფუნქციონირებამ სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყო ხელი. ვულოცავთ სასტუმროს მეპატრონეს ნიკოლოზ ხაჩირაშვილსა და მთელ პერსონალს ამ ღირშესანიშნავ დღეს, რომ ზრუნავენ მუნიციპალიტეტის განვითარებაზე და ტურისტებისა და დამსვენებლების სიმრავლეს ვუსურვებთ" - აღნიშნეს პრეზენტაციაზე დამსწრე შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
პრეზენტაცია რომელიც ცოცხალი მუსიკის ფონზე მიმდინარეობა გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
სასტუმრო კავთისხევი რეზორტის ლობი სივრცეში დასვენებისთვის დარეკეთ 500 500 900 და დაჯავშნეთ ნომერი - Hotel Kavtiskhevi Resort.